ბათუმში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

20 ივლისი, 2020 15:03 საზოგადოება






ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის #96-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

„მოგეხსენებათ, 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ბაღები უფასო გახდა, მოთხოვნაც გაიზარდა.

დღეს ბათუმის საბავშვო ბაღებში დაახლოებით 8 ათასზე მეტი აღსაზრდელია. 2013 წლიდან, ჯამში 18 საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეკონსტრუქცია განხორციელდა.

წლის ბოლოს ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი საბავშვო ბაღი შეემატება, რომელიც 200-ზე მეტ აღსაზრდელზე იქნება გათვლილი” - აცხადებს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი.

სამუშაოები ნოემბერში დასრულდება.

პროექტის ღირებულება 1 მილიონ 914 ათას ლარს შეადგენს.


ბათუმი

ბოლო სიახლეები