ბათუმში დაზიანებული წყალარინების საწნევო ხაზის აღდგენა 22 ივლისს დასრულდება

21 ივლისი, 2020 09:01 საზოგადოება






ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს:

"დღეს, ინასარიძის ქუჩაზე 1000 მმ-იანი წყალარინების საწნევო ხაზი დაზიანდა. შეტყობინება მოსახლეობისგან მივიღეთ, რაზეც დაუყოვნებლივ მოხდა რეაგირება.

ახლა, ამ წუთებში, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. სამუშაოებს ვაწარმოებთ ღამით, ვინაიდან ქუჩა საკმაოდ გადატვირთულია სატრანსპორტო მოძრაობის მხრივ. დღის განმავლობაში სამუშაოები არ ხორციელდება, რათა არ შეიქმნას ერთგვარი სატრანსპორტო კოლაფსი.

ბათუმის წყლის მობილური ჯგუფების მიერ ხაზის აღდგენა 22 ივლისს დასრულდება".

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის გარეცხვითი სამუშაოებიც დაათვალიერა.


ბათუმი

ბოლო სიახლეები