იაპონიის სუპერმარკეტებში "შქმერულის" სწრაფი მომზადების პაკეტები გაიყიდება

22 ივლისი, 2020 08:00 საზოგადოება




ივლისის ბოლოს იაპონიის სუპერმარკეტებში გაყიდვაში გამოვა ქართული კერძის - "შქმერულის" სწრაფი მომზადების პაკეტები. ინფორმაციას იაპონიაში საქართველოს საელჩო ავრეცელებს.
სარეკლამო რგოლი  იაპონელ მომხმარებელს "შქმერულის" წარმოშობის შესახებ უხსნის და მომზადების წესს განუმარტავს. ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველო, სხვა ყველაფერთან ერთად, ღვინის სამშობლოც არის.

შეგახსენებთ, რომ ახლახან “შქმერულმა” იაპონიის სწრაფი კვების ქსელის, "მაცუიას" მიერ გამართულ ონლაინ "არჩევნებში" 47,711 ხმით გაიმარჯვა.
შედეგად,
“შქმერული” "მაცუიას" 1000-მდე ფილიალის მენიუში კიდევ რამდენიმე თვით დაბრუნდება". 


წყარო:

Embassy of Georgia to Japan


იაპონია

ბოლო სიახლეები