რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: "ეს აღმაშფოთებელი ინციდენტი მკაფიო მაგალითია იმისა, სად მიგიყვანს თავაწყვეტილი რუსოფობია"

8 ივლისი, 2019 13:34 პოლიტიკა

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამონათქვამებს განცხადებით ეხმაურება:

„მკაცრად ვგმობთ თავისი სიმდაბლით უპრეცედენტო საქციელს რუსეთის ხელმძღვანელობის მისამართით უცენზურო გამონათქვამებში მიუღებელი გამოხდომებით, რომელიც ქართულ ტელეარხ „რუსთავი-2“-ზე მოეწყო.  ამ ფაქტს განვიხილავთ, როგორც ქართული რადიკალური  ძალების  კიდევ ერთ ღია პროვოკაციას, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ჩაშლისკენ არის მიმართული. ეს აღმაშფოთებელი ინციდენტი მკაფიო მაგალითია იმისა, სად მიგიყვანს თავაწყვეტილი რუსოფობია.

აღვნიშნავთ, რომ ამჯერად, - 20 ივნისს რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებზე თავდასხმისგან განსხვავებით - საქართველოს ხელისუფლებამ არ დაიწყო რადიკალების მართლება, იპოვა საკუთარ თავში ძალა, გამიჯვნოდა პროვოკატორებს და დაეგმო მათი საქციელი. იმ სამართლიან აღშფოთებასაც ვხედავთ, რომლითაც შეხვდა მომხდარს ქართული საზოგადოება.

ველოდებით ადეკვატურ რეაქციას  პროფილური საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური საზოგადოების მხრიდან. ამგვარ გამოვლინებებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს ცივილიზებულ ქვეყნებში“.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ რუსულ ენაზე არაეთიკური განცხადებები გააკეთა.


რუსეთი

ბოლო სიახლეები