ივლისის თვეში რიგაში ქართული ღვინის დეგუსტაციების ციკლი ჩატარდა

5 აგვისტო, 2020 12:34 ეკონომიკა & ბიზნესი






სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და ლატვიურ მარკეტინგულ კომპანია “Tribe International”-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 2020 წლის ივლისის თვეში, ლატვიის დედაქალაქ რიგაში ქართული ღვინის დეგუსტაციების ციკლი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქართული ღვინო გაყიდვების სფეროსა და პრესის 50-მდე წარმომადგენელს წარედგინა.

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა ქართული ვაზისა და ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა. დაგეგმილი ღონისძიებები ეხმარება ბალტიისპირეთის ბაზარზე ქართული ღვინის საექსპორტო პოზიციების გაძლიერებას.

სააგენტოს მხარდაჭერით, დეგუსტაციებზე წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 70-მდე კომპანია.


წყარო:

ღვინის ეროვნული სააგენტო / National Wine Agency of Georgia


ღვინო ლატვია

ბოლო სიახლეები