თურქეთში გადასვლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

5 აგვისტო, 2020 18:26 საზოგადოება




თურქეთში გადასვლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. თურქეთის რესპუბლიკაში დროებითი დასაქმების მიზნით საქართველოს მოქალაქეს უნდა გააჩნდეს;
თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფიზიკური ან თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემულ სამთვიანი მოწვევა;

სეზონურ სამუშაოებზე გასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით შეავსოს აპლიკაცია;

 საქართველოს მოქალაქემ უნდა მიუთითოს საკუთარი საიდენტიფიკაციო მონაცემები და აპლიკაციას დაურთოს ხსენებული მოწვევა და მისი ქართულ ენაზე თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული ვერსია;

აპლიკაციის შევსება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე (https://abroadworkers.moh.gov.ge/)

განმცხადებელს პასუხი ეცნობება აპლიკაციის შევსებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, შესაბამისი ინფორმაცია ასევე მიეწოდება შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს

სარეგისტრაციო ფორმა
 https://abroadworkers.moh.gov.ge/…
რეგისტრაციის ინსტრუქცია
 https://www.moh.gov.ge/…/saregistracio_instruqcia_turketi.p…
მოწვევის ფორმა (ქართული ენა)
 https://www.moh.gov.ge/…/valdebuleba_turketshi%20gadasvla.p…
მოწვევის ფორმა (თურქული ენა)
 https://www.moh.gov.ge/uplo…/files/valdebuleba-turqulad.pdf…


წყარო:

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო


თურქეთი

ბოლო სიახლეები