ავიაკომპანია airBaltic-მა თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

6 აგვისტო, 2020 10:50 ეკონომიკა & ბიზნესი






ლატვიურმა ავიაკომპანია airBaltic თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა.
რიგიდან თბილისში 126 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან რიგის მიმართულებით 141 მგზავრი გაფრინდა. აეროპორტში მოსულ მგზავრებს, ტავის ბრენდირებული პირბადეები დაურიგდათ.

ავიაკომპანია 20 აგვისტომდე ფრენებს კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს:
 რიგა - თბილისი | ყოველ ოთხშაბათს
თბილისი - რიგა | ყოველ ხუთშაბათს

20 აგვისტოდან ფრენები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება:
 რიგა - თბილისი | ოთხშაბათსა და კვირას
 თბილისი - რიგა | ხუთშაბათსა და ორშაბათს

ფრენები Airbus A 220 - 300 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.


წყარო:

Tbilisi and Batumi International Airports

ლატვია

ბოლო სიახლეები