ძველი ბათუმის ტერიტორიაზე პროექტი ,,ძველი ბათუმის მარკეტი“ განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, ახმედ მელაშვილისა და ზვიად გამსახურდიას ქუჩების კვეთაში, ღია ცის ქვეშ მოწყობილ დახლებზე, ხელნაკეთი ნივთების, ბიოპროდუქციისა და სხვადასხვა ტიპის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
პროექტი საპილოტეა, რომლის ფარგლებშიც საავტომობილო მიმოსვლა დროებით შეიზღუდა და ტერიტორიაზე მხოლოდ ფეხით მოსიარულეები გადაადგილდებოდნენ. შესაბამისად, გარდა კულტურული და ტურისტული მიზნებისა, პროექტს ეკოლოგიური დატვირთვაც აქვს.
პროექტის მიმდინარეობას გაეცნო ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში. მისი განცხადებით, განიხილება სამომავლოდ პროექტის გაფართოებისა და სისტემატურად გამართვის საკითხი.
წყარო: