აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებული „თავისუფალი პროექტების საგრანტო კონკურსის“ ფარგლებში 3 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა, რომელთა შორის ერთ-ერთია „ქუჩის მხატვრობის ვორქშოპი“.
ღონისძიებას ბათუმელი არტისტი იოსებ ჯორბენაძე უძღვება. ვორქშოპში მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ ფერადი და კონცეპტუალური კედლების შექმნაში, იხილონ უნიკალური Street Art ტექნიკა, დაეუფლონ სპრეი/პულივიზატორით ხატვის ხელოვნებას და იზრუნონ ქალაქის კულტურულ იერსახეზე.
სამუშაოები მიმდინარეობს ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე, თევზის ბაზრობის წინ. პროექტის ფარგლებში ჯამში 200 კვ.მ. მოცულობის კედელი მოიხატება. აღნიშნული პროექტი სამინისტროს მიერ 14 450 ლარით დაფინანსდა.
მომდევნო მასტერკლასი მიმდინარე წლის 15 აგვისტოს ჩატარდება. ვორქშოპში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
https://www.facebook.com/103911977800228/posts/184929903031768/?sfnsn=mo