ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის IV მ.რ. V კორპუსის მიმდებარედ ავტოსადგომად გადაქცეულ ტერიტორიაზე ახალი სკვერი მოეწყო. დასასვენებელი სივრცის ფართობი 2 215 კვ.მ-ია.
პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა საბავშვო გასართობი ატრაქციონები, დასასვენებელი პავილიონი, მოეწყო სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, ბალახის საფარი, ფილები, ბორდიური და საპარკე ინფრასტრუქტურა, ასევე, შესრულდა გამწვანების სამუშაოები.
ახალი სკვერი ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.
„ამ ტერიტორიაზე, რომელიც ავტოსადგომად იყო გადაქცეული მხოლოდ ძველ, ამორტიზებულ ატრაქციონებს ნახავდით. საერთოდ არ არსებობდა საპარკე ინფრასტრუქტურა. ავტოსადგომის ნაცვლად მოვაწყეთ ახალი დასასვენებელი სივრცე, რომელიც ბავშვებისთვისაც არის განკუთვნილი და უფროსებისთვისაც. კეთილმოწყობილი სკვერით რამდენიმე კორპუსის მოსახლეობა ისარგებლებს. სწორედ ადგილობრივი მცხოვრებლების ჩართულობით განხორციელდა აღნიშნული პროექტი“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 217 546 ლარი დახარჯა.
წყარო: