აჭარის დასაქმების სააგენტო განცხადებას ავრცელებს:
"გსურთ თურქეთის რესპუბლიკაში შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დატოვების ნებართვის მისაღებად რეგისტრაცია?
გჭირდებათ ტექნიკური მხარდაჭერა რეგისტრაციის პროცესში? აჭარის დასაქმების სააგენტო ნებართვის მიღების მსურველ მოქალაქეებს პორტალზე : https://abroadworkers.moh.gov.ge საქართველოს ტერიტორიის დატოვების ერთჯერადი ნებართვისათვის რეგისტრაციაში დაეხმარება.
ჩვენთან შეძლებთ ეფექტური მომსახურების დროულად და უსაფრთხოდ მიღებას !!
სააგენტოს მომსახურება სრულიად უფასოა.
მომსახურების ლოდინის გარეშე მიღების მიზნით, შეგიძლიათ ისარგებლოთ სააგენტოში ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის სერვისით http://visit.hrajara.gov.ge
სააგენტო ოფისებში დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რათა შევქმნათ უსაფრთხო გარემო როგორც ვიზიტორებისათვის,ისე თანამშრომლებისათვის.
რეგისტრაციის მსურველ პირებს შეუძლიათ მიმართონ აჭარის დასაქმების სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებს.
წყარო: