იაპონიაში საქართველოს საელჩოს იაპონიის ერთ-ერთი წამყვანი ფარმაცევტული კომპანიის, Kowa-ს წარმომადგენლები ესტუმრნენ.
კომპანია Kowa-მ ქართული მინერალური წყალი, ნაბეღლავი იაპონიის უდიდეს სააფთიაქო ქსელებში შეიტანა. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, მათი ინტერესი ქართული წყლის სასარგებლო თვისებებმა გამოიწვია, რაც მათ მიერვე ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა დაადასტურა.
შეხვედრაზე საუბარი ასევე იაპონიასა და საქართველოს შორის ბიზნესის განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობებსაც შეეხო.
წყარო:
თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,
მოიწონეთ "ეკონიუსი"
იაპონია