30-მდე ბიოპრეპარატის გამოცდა მიმდინარეობს

18 სექტემბერი, 2020 13:24 ეკონომიკა & ბიზნესი





სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბიოაგროწარმოების სამსახურის მიერ 30-მდე ბიოპრეპარატზე გამოცდა მიმდინარეობს. სპეციალისტების მიერ პომიდორში, ბულგარულ წიწაკასა და ბროკოლში უცხოურ ბიოპრეპარატებთან ერთად საქართველოში წარმოებული პრეპარატებიც იცდება. ნაკვეთში თითო პრეპარატის გამოცდა მინიმუმ 3 წელიწადი მიმდინარეობს, რის შემდეგაც გაიცემა რეკომენდაცია. მთლიანობაში სამსახურის მიერ უკვე 50-მდე ბიოპრეპარატის გამოცდა მოხდა.
ბიოაგროწარმოების სამსახური აქტიურად ატარებს ცდებს შერეულ ნათესებში ალელოპათიის შესწავლის მიზნით. პესტიციდების ნაცვლად ძირითადი კულტურის ირგვლივ არომატული და პესტიციდური აქტივობის მქონე მცენარეების შემოთესვა მიმდინარეობს, რომლებიც დაავადებებისა და მავნებლებისგან იცავს. მცენარეების სწორედ შერჩევის შემთხვევაში ისინი საგემოვნო თვისებებსაც აუმჯობესებენ.

წყარო:

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA

თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                


ბოლო სიახლეები