ისრაელი საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე გადადის

24 სექტემბერი, 2020 15:57 უცხოეთის ამბები




საქართველოს საელჩო ისრაელში განცხადებას აქვეყნებს:

"საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

მიმდინარე წლის 25 სექტემბრის 14:00 სთ-დან, ისრაელი საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე გადადის. რეგულაციები 11 ოქტომბრამდე რჩება ძალაში.

 ეკონომიკური საქმიანობა სრულად შეიზღუდება, გამონაკლისს წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ორგანიზაციები, როგორიც არის: საფინანსო და ენერგეტიკული სექტორი, სოციალური მომსახურეობა, წარმოება და პროდუქტების მიწოდება, კავშირგაბმულობა, მედიცინა, მშენებლობა, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი და პორტი, დასუფთავების სამსახური.
 „იომ ქიფურის“ დღესასწაულის პერიოდში 27-28 სექტემბერს მზის ჩასვლამდე მანქანით გადაადგილება აიკრძალება. ამავე პერიოდში დაიხურება ყველა სავაჭრო ობიექტი, მათ შორის-აფთიაქები.
 ასევე, შეგახსენებთ, რომ ძალაში რჩება ადრე დამტკიცებული შეზღუდვები.

გთხოვთ გაითვალისწინოთ. 
გისურვებთ ჯანმრთელობას ! 


წყარო:

Georgia in Israel საქართველო ისრაელში

თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                


ისრაელი

ბოლო სიახლეები