ნიუ იორკის ნაწილში ყველა სკოლა და არააუცილებელი (Non-essential) ბიზნესი დაიკეტება

5 ოქტომბერი, 2020 09:36 უცხოეთის ამბები




საქართველოს გენერალური საკონსულო ქალაქ ნიუ იორკში განცხადებას აქვეყნებს:

"ქ. ნიუ იორკში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

ქ. ნიუ იორკის მერმა განაცხადა, რომ 7 ოქტომბრიდან ქ. ნიუ იორკის 9 საფოსტო ინდექსის მასშტაბით დაიკეტება ყველა სკოლა და არა-აუცილებელი (Non-essential) ბიზნესები. შეზღუდვების დაწესება განპირობებულია კონკრეტულ რაიონებში ინფიცირებულთა რიცხვის მატების გამო (3%-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა 7 ან მეტი დღის განმავლობაში).

მოცემული შეზღუდვები შეეხება შემდეგ 9 საფოსტო ინდექსის მისამართებს: 

11691, 11219, 11223, 11230, 11204, 11210, 11229, 11415 და 11367. (Edgemere/Far Rockaway, Borough Park, Gravesend/Homecrest, Midwood, Bensonhurst/Mapleton, Flatlands/Midwood, Garritsen Beach/Homecrest/Sheepshead Bay, Kew Gardens, Kew Gardens Hills/Pomonok.)

ამასთანავე ქალაქის მერის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაზრდილია ქალაქის მასშტაბით შემდეგ 11 საფოსტო ინდექსის მისამართებზე. ამ ეტაპზე მოცემული ტერიტორიაზე შეზღუდვები არ არის დაწესებული, მაგრამ ინფიცირების შემთხვევების ზრდის შემდეგ ქალაქი განიხილავს შესაბამისი ზომების მიღებას.

11205, 11211/11249, 11235, 11234, 11213, 11218, 11374, 11366, 11432, 11365 (Bedford-Stuyvesant (West)/Clinton Hill/Fort Greene, East Williamsburg/Williamsburg, Brighton Beach/Manhattan Beach/Sheepshead Bay, Bergen Beach/Flatlands/Marine Park/Mill Basin, Crown Heights (East), Kensington/Windsor Terrace, Rego Park, Fresh Meadows/Hillcrest, Hillcrest/Jamaica Estates/Jamaica Hills, Auburndale/Fresh Meadows/Pomonok/Utopia).

წყარო: https://on.nyc.gov/3njYusz "

თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                



აშშ

ბოლო სიახლეები