აჭარისა და გურიის რეგიონებს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება

28 ნოემბერი, 2020 11:41 ეკონომიკა & ბიზნესი






საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

"დღეს 28 ნოემბერს, "ქუთაისი-სოხუმის" მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ განშტოებაზე მომხდარი დაზიანების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აჭარისა და გურიის რეგიონებს.

დაზიანების აღსადგენად ადგილზე მაქსიმალური მობილიზაციაა ყველა შესაბამისი სამსახურის ტექნიკური ჯგუფები, მიმდინარეობს გადაუდებელი სამუშაები, რათა უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრას პრობლემა და ზემოთაღნიშნულ რეგიონებს აღუდგეს ბუნებრივი გაზის მიწოდება. სამუშაოებს ახორციელებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია.


წყარო:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 

თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                



ბოლო სიახლეები