საქართველოს მოქალაქეებისთვის იტალიის ტერიტორიაზე შესვლის რეგულაციები იცვლება

4 დეკემბერი, 2020 18:14 საზოგადოება



საქართველოს საელჩო იტალიაში განცხადებას ავრცელებს:
"4 დეკემბრიდან 15 იანვრამდე იცვლება იტალიის ტერიტორიაზე შემოსვლის რეგულაციები!
საქართველოს მოქალაქეებს, იტალიის ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ კონკრეტული მიზეზების გამო, როგორიცაა:
სამუშაო
ჯანმრთელობა
სწავლა
აბსოლუტური გადაუდებელი აუცილებლობა
სახლში (რეგისტრაციის ადგილას) დაბრუნება.
ტურიზმისთვის მოგზაურობა დაუშვებელია.
ამასთან: 2020 წლის 3 დეკემბრის DPCM-ის თანახმად, იტალიაში შესვლის შესაძლებლობას E ჩამონათვალის ქვეყნებიდან და შესაბამისად საქართველოდან, დასაშვებია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ დადასტურებული და სტაბილური ემოციური ურთიერთობა (თანაცხოვრების გარეშეც) იტალიის/ ევროკავშირის/შენგენის მოქალაქეებთან ან იმ პირებთან, რომლებიც ლეგალურად ცხოვრობენ იტალიაში (გრძელვადიანი მაცხოვრებლები) და მიემგზავრებიან პარტნიორთან.
იტალიაში შემოსვლის / დაბრუნებისას აუცილებელია შეავსოთ ავტო დეკლარაცია, რომელშიც უნდა მიეთითოთ შესვლის / დაბრუნების მიზეზი.
ავტო დეკლარაცია უნდა წარუდგინოთ საზღვრის კვეთისას შემოწმებაზე პასუხისმგებელ პირებს. სასურველია, მზად იყოთ აჩვენოთ ნებისმიერი დამხმარე დოკუმენტაცია და უპასუხოთ პერსონალის ნებისმიერ კითხვას, რომელიც ხელმძღვანელობს კონტროლის პროცედურას.
საბოლოო დანიშნულების ადგილამდე იტალიაში შეგიძლიათ მიხვიდეთ მხოლოდ კერძო მანქანით (აეროპორტის ტრანზიტი ნებადართულია, აეროპორტის გამოყოფილი ადგილებიდან გაუსვლელად).
ასევე აუცილებელია თვითიზოლაციის გავლა და ჯანმრთელობის დაცვა 14 დღის განმავლობაში.
დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ვებ-გვერდის სექციას "ხშირად დასმული კითხვები" :
ან უპასუხოთ შემდეგ კითხვარში მოცემულ კითხვებს:
თვითიზოლაციის ვალდებულება რამდენიმე გამონაკლისს უშვებს, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების; იტალიაში ხანმოკლე სამუშაო ვიზიტის (120 სთ-მდე); ჯანმრთელობასთან ან გადაუდებელ საჭიროებასთან დაკავშირებული ვიზიტის; აეროპორტის ტრანზიტის შემთხვევებისთვის (სრული ჩამონათვალი იხ. სექციაში "ხშირად დასმული კითხვები").
ამავე სექციიდან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ იტალიაში შესვლის შემთხვევაში გადაადგილების დასაბუთებისთვის და თვითიზოლაციის ადგილის მისათითებელი ავტო-დეკლარაციის ანკეტა.
და კოვიდის საწინააღმდეგოდ იტალიაში არსებული რეგულაცია საზღვარგარეთიდან დაბრუნებული პირებისთვის:
ვინაიდან, ჯერჯერობით შეჩერებულია პირდაპირი ფრენები იტალიასა და საქართველოს შორის და შესაძლოა იტალიის ტერიტორიაზე შემოსვლა მოგიხდეთ სხვადასხვა ავიაკომპანიების მეშვეობით, გაითვალისწინეთ, რომ წინასწარ დაუკავშირდეთ მათ და მხედველობაში მიიღოთ მათ მიერ დადგენილი რეგულაციები!
საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში მოგიწოდებთ, იტალიაში გამგზავრებამდე ყურადღებით გაეცნოთ ქვეყანაში მოქმედ რეგულაციებს. საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომრებზე:
+39 333 8879123 +39 350 1483114"

თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                



იტალია

ბოლო სიახლეები