გლდანის პარკის მიმდებარედ, ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდება

9 დეკემბერი, 2020 13:51 საზოგადოება







გლდანის რაიონში, ნიკო კეცხოველის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ბოლო ეტაპზე, ახლადმოწყობილი სანიაღვრე ქსელი ხიზანიშვილის ქუჩაზე არსებულ ცენტრალურ სანიაღვრე ქსელს დაუკავშირდება.

ქსელების დაერთების სამუშაოების გამო, 10-დან 13 დეკემბრის ჩათვლით, ხიზანიშვილის ქუჩაზე, გლდანის პარკის მიმდებარედ, ტრანსპორტით გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.


წყარო:

თბილისის მერია

თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                



ბოლო სიახლეები