Noblet Media–მ და Info Sapiens–მა წარმოადგინეს აქტიური მომხმარებლების მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების აღქმის კვლევა საქართველოში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვასა და უზბეკეთში.
კომუნიკაციების კომპანიამ Noblet Media, Edelman-ის შვილობილმა კომპანიამ, Info Sapiens კვლევით სააგენტოსთან თანამშრომლობით წარადგინა კვლევა მომხმარებელთა მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების აღქმის შესახებ იმ ქვეყნებში, სადაც ეს კომპანიები ოპერირებენ. აღნიშნული კვლევა არის საშუალო და ზედა-საშუალო ფენის სოციალური და ეკონომიკური შეხედულებების ინტეგრაციული კვლევის ნაწილი, რომელიც ჩატარდა Noblet Media–ს და Info Sapiens–ის მიერ 2020 წელს. კვლევის მიზანია წარმოადგინოს ყველაზე აქტიური მომხმარებლების პორტრეტი, რომლებიც ტონს აძლევენ ეკონომიკურ ცხოვრებას საქართველოში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვასა და უზბეკეთში.
„ბოლო 10 წლის განმავლობაში, Noblet Media მუშაობს საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ახლა ჩვენ ვახორციელებთ დონორების მიერ დაფინანსებულ რამდენიმე პროექტს და ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია თვალყური ვადევნოთ რეგიონში აქტიური მომხმარებლის მიერ აღქმისა და ნდობის ნებისმიერ ცვლილებას მსხვილი დონორი ორგანიზაციების მიმართ. ჩვენ ვაღიარებთ მონაცემთა საფუძველზე კომუნიკაციის მნიშვნელობას - კარგად ვიცნობთ რა სამიზნე აუდიტორიის ქცევას, მიზნებს, მტკივნეულ წერტილებსა და გამოწვევებს, შევიმუშავებთ ეფექტურ კამპანიებს მათი კონკრეტული საჭიროებების შესაბამისად. ეკონომიკური კოლაფსის შედეგად, რომელიც გამოწვეულია პანდემიითა და ქცევითი მოდელის შეცვლით ჩვენს მთავარ ბაზრებზე, ჩვენ დავიწყეთ კვლევა, რათა მოვნახოთ ძირითადი შეტყობინებების მიწოდებისა და ჩვენი პარტნიორების რეპუტაციით მუშაობის ყველაზე საიმედო გზები”, - თქვა ევგენია პანკრატიევამ, Noblet Media CIS-ს დირექტორმა.
კვლევა შედგება 8 ბლოკისგან. პირველ ბლოკში ასახულია დონორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების აღქმა, ასევე სამიზნე აუდიტორიის ნაციონალური პროფილები. ქვემოთ მოცემულია მთელს რეგიონში დონორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ ნდობასთან, აღქმასთან და შეფასებასთან დაკავშირებული ძირითადი დასკვნები:
„გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ექვსივე ქვეყნის მოქალაქეებს არ აქვთ მკაფიო კომუნიკაცია საერთაშორისო დონორების ფინანსური პროგრამების შინაარსთან დაკავშირებით. თუმცა, უკრაინელები შედარებით უფრო ინფორმირებული საზოგადოებაა. უფრო მეტიც, უკრაინაში ხალხი საკმაოდ მაღალ ნდობას გამოხატავს საერთაშორისო დონორების მიმართ და ეს მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის შემთხვევებმა შეიძლება ეფექტური სამუშაო მოდელები წარმოუდგინოს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ხოლო უკრაინაში დონორებთან ჩვენი ერთობლივი მუშაობის გამოცდილება შეიძლება გამოსადეგი გახდეს საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, აზერბაიჯანი და უზბეკეთი ”, აღნიშნა ინა ვოლოსევიჩმა, Info Sapiens-ის დირექტორის მოადგილემ.
კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ
კვლევაში მოცემულია 6 ქვეყნის საშუალო და ზედა-საშუალო ფენის სოციალური და ეკონომიკური შეხედულებების ინტეგრაციული კვლევა, მათ შორის საქართველოში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვასა და უზბეკეთში. თითოეულ ქვეყანაში 200 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა 18-45 წლის ასაკის ქალაქის მოსახლეობაში. კვლევის მიხედვით, საშუალო და ზედა-საშუალო ფენა შეადგენს სამიზნე ასაკის ქალაქის მოსახლეობის 50-60%-ს და იღებს ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მსხვილი შესყიდვებისა და ინვესტიციების თაობაზე.
Noblet Media CIS-ის შესახებ
Noblet Media CIS არის საზოგადოებასთან ურთიერთობების, კომუნიკაციებისა და მარკეტინგის კომპანია, რომელიც 2004 წელს დაფუძნდა. დღეს კომპანია ოპერირებს რვა ქვეყანაში – უკრაინა, საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ყაზახეთი და უზბეკეთი, მთავარი ოფისებით ქ. კიევსა და ქ. თბილისში. Noblet Media არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილ დამოუკიდებელ კომუნიკაციებისა და მარკეტინგის კომპანია Edelman-თან აფილირებული. Noblet Media სთავაზობს პიარისა და მარკეტინგის პროფესიონალური სერვისების სრულ სპექტრს, რომელიც იყენებს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოების შიდა და გარე გამოცდილებას. კომპანიის და მისი სერვისების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე ან ფეისბუქის გვერდზე.
Info Sapiens-ის შესახებ
კვლევითი სააგენტო Info Sapiens სპეციალიზდება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებზე (სოციალური, პოლიტიკური და მარკეტინგის საკითხებზე), ქცევის გაზომვისა და მეორადი წყაროებიდან მიღებული მონაცემების ანალიზზე. Info Sapiens დაფუძნდა 2018 წლის სექტემბერში, GfK კომპანიის მომხმარებელთა კვლევის ბიზნესის გლობალური დახურვის შემდეგ. 2019-2020 წლებში Info Sapiens-მა განახორციელა 500-ზე მეტი კვლევითი პროექტი 200-ზე მეტი კლიენტისთვის. უკრაინული მარკეტინგის ასოციაციის 2019 წლის მონაცემების მიხედვით, ჩვენ ვართ ყველაზე მსხვილი ადგილობრივი კვლევითი კომპანია (საერთაშორისო კომპანიების 5 წარმომადგენლის შემდეგ). Info Sapiens შეესაბამება ICC/ESOMAR-ის ყველა კვლევით სტანდარტს და განთავსებულია ESOMAR-ის ცნობარში. კომპანიის და მისი სერვისების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე ან ფეისბუქის გვერდზე.
[1] კითხვარი მოიცავდა შემდეგ დონორებს: ევროკავშირი (EU); ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO); მსოფლიო ბანკი (WB); საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF); გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP); ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD); გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF); ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE); ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB); ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID); ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი (CEB); შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA); გერმანიის განვითარების ბანკი (KfW Entwicklungsbank / KfW განვითარების ბანკი); გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO); სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაცია (NEFCO); სკანდინავიის საინვესტიციო ბანკი (NIB); გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit / GIZ); საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC)
თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,
მოიწონეთ "ეკონიუსი"