Visa-მ, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ხელი მოაწერეს ორწლიანი ურთიერთთანამშრომლობის მემორანუმს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში, კოვიდ-19-ის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესის, ადგილობრივი ტურიზმის, ეკონომიკის, ფინანსური ჩართულობის განვითარებისა და ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობას.
სამომავლო თანამშრომლობის დოკუმენტს, ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა - ნათია თურნავამ და Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში, დიანა კიღურაძემ. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შედგა, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ ღირშესანიშნავ ტურისტულ ადგილს.
მემორანდუმი, მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და Visa-ს შორის თანამშრომლობის პლატფორმის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს დასახული მიზნების შესრულებას:
“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და Visa-ს შორის მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარებას საქართველოში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ Visa მხარს დაუჭერს, მეწარმეობის წამახალისებელ პროგრამას - „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას. თანამშრომლობის შედეგად და ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიების ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარების მიზნით, იგეგმება ერთობლივი მარკეტინგული კამპანიები, საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა და როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირება Visa-ს სტატისტიკური პლატფორმის დახმარებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ Visa მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესს და საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარებას.” - განაცხადა ნათია თურნავამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
”დღეს, Visa-სა და საქართველოს შორის მემორანდუმის გაფორმება თანამშრომლობის პლათფორმას აყალიბებს, რომლის მიზანია ქყევნის ეკონომიკის შემდგომი განვითარების მხარდაჭერა. ჩვენი თანამშრომლობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და ყველა ამ პროცესში ჩართულ მხარესთან ერთად, სამ სტრატეგიულ მიმართულებაზეა ფოკუსირებული, კერძოდ - მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა,ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობადა ინოვაციების დანერგვა და გვჯერა, რომ ერთობლივი მუშაობით, საზოგადოებას დადებით შედეგებს მოვუტანთ. Visa-ში, ასევე მტკიცედ გვწამს, საქართველოს ინოვაციური და ტექნოლოგიური მომავლის, რაც ეროვნული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, განვითარებისა და ქვეყნის, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებად წარმოჩენის გარანტია.“- აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
ადგილობრივი ტურიზმის განვითარების მხარდაჭერის მიზნით, Visa სამინისტროს კვლევის შედეგებს გაუზიარებს, კერძოდ სიღრმისეულ ანალიზს მიაწვდის მოგზაურთა ტიპებისა და მახასიათებლების შესახებ. აღნიშნული მონაცემების ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელი გახდება, ტურისტული გრაფიკის სტიმულირების მიზნით სტრატეგიის დაგეგმვა, სხვადასხვა ხარვეზისა თუ სუსტი წერტილების იდენტიფიცირება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ეფექტურად შესწავლას, არსებული მარშრუტების განვითარებასა და ახალი მიმართულებების დამატებას.
ფინანსური ცნობიერების ამაღლების გლობალური ინიციატივითა და მსოფლიოში 50 მილიონი მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების ამბიციური გეგმებით, Visa საქართველოში საგანმანათლებლო ციფრულ პლატფორმას - Practical Business Skills (PBS) დანერგავს. პროგრამა, 50-ზე მეტ ონლაინ სასწავლო მოდულისგან შედგება, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, საჭიროებებიდან გამომდინარე მიაწვდის ინფორმაციას, ბიზნესს მართვის სასურველ ეტაპზე.
მსოფლიოს მასშტაბით Visa Inc. (NYSE: V) ციფრული გადახდების სფეროში ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი მისიაა ინოვაციური, უსაფრთხო და საიმედო გადახდის ქსელის მეშვეობით ერთმანეთთან დავაკავშიროთ მსოფლიო - რომელიც ინდივიდუალურ პირებს, ბიზნესსა და ეკონომიკას წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს. ჩვენი დახვეწილი ქსელი - VisaNet 65,000-ზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს 1 წამის განმავლობაში; კომპანიის მუდმივი აქცენტი ინოვაციებზე, უზრუნველყოფს ქსელში ჩართულ მოწყობილობებზე დაფუძნებული კომერციის ზრდას და უნაღდო მომავლის რეალიზების მამოძრავებელ ძალას - ყველგან და ყველასთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადის, ვიზა ცვლის მომავალის კომერციის კონცეფციას მისი ბრენდის, ხალხის, პროდუქტების და ქსელის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდებს: usa.visa.com/about-visa, www.visa.com.ge, https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE