Visa-მ, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერმა, Roamingo-სთან თანამშრომლობა დაიწყო, მომხმარებლებისთვის საუკეთესო სამოგზაურო გამოცდილების შექმნის მიზნით. Roamingo არის საქართველოში შექმნილი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც 190 ქვეყანაში, როუმინგით სარგებლობის შემთხვევაში, მოგზაურებისთვის ინტერნეტთან უწყვეტ წვდომას უზრუნველყოფს.
"Visa თავის მომხმარებლებს, ტრადიციულად, გამორჩეულ სამოგზაურო შესაძლებლობებს სთავაზობს. მიხარია, რომ Roamingo-სთან დავიწყეთ თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს Visa-ს მომხმარებლებს, უწყვეტი კავშირი ჰქონდეთ ინტერნეტთან, რათა მათი მოგზაურობა უფრო მოქნილი, სწრაფი და კომფორტული გახდეს”, - აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
პარტნიორობის ფარგლებში, სერვისით სარგებლობა შესაძლებელია Roamingo-ს მობილურ აპლიკაციაში Visa-ს ბარათით ნებისმიერი როუმინგ პაკეტის შეძენისას, სადაც მომხმარებელი Visa-სგან საჩუქრად დამატებით 1 GB-ს მიიღებს. შეთავაზება ძალაშია 2024 წლის მაისის ბოლომდე.
"Visa და Roamingo-ს შორის თანამშრომლობა სასიამოვნო სიახლეა ქართველი მომხმარებლებისთვის: ჩვენი პარტნიორობით, Roamingo-ს სწრაფი ინტერნეტ პაკეტები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება Visa-ს ერთგული მომხმარებლისთვის. როუმინგო-ს აპლიკაციაში მყისიერი საჩუქრის აქტივაციით, ჩვენ უზრუნველვყოფთ მოგზაურებისთვის საუკეთესო გამოცდილებას, უწყვეტ ინტერნეტ კავშირს და მუდმივ მხარდაჭერას მსოფლიოს 190 ქვეყანაში. გვჯერა, წარმატებული თანამშრომლობის და მომავალში სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტების განვითარების, Visa-სთან ერთად.“ - განაცხადა ლევან კილაძემ, კომპანია ლემონდუს დამფუძნებელმა და როუმინგოს მმართველმა პარტნიორმა.
Visa-ს გლობალური მისიაა - დააკავშიროს მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. Visa არაერთ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს, მათ შორის მოგზაურობის მოყვარულებს, ისარგებლონ ციფრული გადახდების უახლესი მეთოდებით 200-ზე მეტ ქვეყანაში.