Visa, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, მეორე წელია ZEG - ამბის თხრობის ფესტივალის მხარდამჭერია. წელს, Visa-მ გამოაცხადა კონკურსი – „მომავლის კადრები“, რომლის გამარჯვებული და მენტორები, ZEG-ის ფართო აუდიტორიას კონკურსში მონაწილეობის გამოცდილებას გაუზიარებენ და კრეატორების ეკონომიკურად გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.
კონკურსის ფარგლებში, დამწყებ კონტენტ კრეატორებს საშუალება ექნებათ, შეისწავლონ იდეების სწორი ფორმულირება, კონტენტის შექმნა-დამუშავებისა და გაზიარების პრინციპები. წინასწარ შერჩეული, დამოუკიდებელი ჟიური ოთხ საუკეთესო მონაწილეს გამოავლენს, რომლებიც ოთხ სხვადასხვა დავალებას შეასრულებენ ციფრული უნარების გასაძლიერებლად. ფინალისტები, ჟიურის წევრების მენტორობით, შექმნილ ნამუშევრებს, სოციალური მედიის პლატფორმებზე გამოაქვეყნებენ, რათა გაზარდონ თავიანთი ცნობადობა ციფრულ სამყაროში.
„Visa-ში გვჯერა კრეატიულობის ძალის, რომელიც შთააგონებს პოზიტიურ ცვლილებებს და აძლიერებს ინოვაციებს. ZEG ფესტივალთან ჩვენი პარტნიორობაც საქართველოში ამბის თხრობის განვითარებასა და მასში ინოვაციური ელემენტების ინტეგრაციას ისახავს მიზნად. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, კონტენტ კრეატორები განსაზღვრავენ ამბის თხრობის მომავალს ციფრულ სამყაროში. Visa აქტიურად განაგრძობს საქართველოში ნიჭიერი ახალგაზრდებისა და შემოქმედებითი ადამიანების აღმოჩენას და მათ მხარდაჭერას, ჩვენი კონკურსიც სწორედ ამის დასტურია,“ აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
კონკურსის მიზანი დამწყები კონტენტ კრეატორებისთვის განვითარების შესაძლებლობის შექმნა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაა. Visa, პარტნიორებთან ერთად, ეხმარება კრეატიულ ახალგაზრდებს ციფრული საკომუნიკაციო არხების პოტენციალის სრულ ათვისებაში, ხელს უწყობს მათ წინსვლას და ავითარებს უფრო დინამიკურ და ინკლუზიურ საზოგადოებას.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს