Visa-მ, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერმა, პირველად საქართველოში არაფორმალურ ღონისძიებას - PR2Peer Empowered by Visa უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში, Visa-ს კომუნიკაციებისა და მარკეტინგის გუნდმა პარტნიორ კომპანიებს გამორჩეული პროექტები, არსებული ტრენდები და საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმატებული მოდელები გაუზიარა.
„მოხარულები ვართ, რომ PR2Peer Empowered by Visa-ს ღონისძიებას პირველად საქართველოში ვუმასპინძლეთ. საქართველოში მარკეტინგი და კომუნიკაციები ერთ-ერთი წამყვანი დარგია. ჩვენი ინიციატივა, მიზნად ისახავს მარკეტინგისა და კომუნიკაციების სფეროს წარმომადგენლებისთვის საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნას, მათ გაძლიერებას, პარტნიორობების გაღრმავებას, ახალი იდეებისა და საინტერესო მიგნებების გაზიარებას,“ აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
ღონისძიება ინტერაქციული სემინარის ფორმატში გაიმართა, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კითხვა-პასუხის ფორმატში, შემოქმედებით გუნდთან ერთად, ემსჯელათ მარკეტინგისა და კომუნიკაციების სფეროში მიმდინარე აქტუალურ ტენდენციებსა და სტრატეგიულ პიარ მოდელებზე.