ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნა.
დღესასწაული ტრადიციულად ბათუმის ქუჩებში საზღვაო აკადემიის კურსანტების საზეიმო მსვლელობით დაიწყო. ოფიციალური ნაწილი კი საზღვაო პორტის მე-11 ნავმისადგომთან გაიმართა.
ღონისძიებას ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ და აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის შორეული ნაოსნობის კაპიტნებს, მეზღვაურებსა და კურსანტებს ღირსების ორდენები, პრეზიდენტის ჯილდოები და სტიპენდიების მოწმობები გადასცეს.
ტრადიციულად, პატივი მიაგეს გარდაცვლილი მეზღვაურების ხსოვნას და ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს.
დღესვე ნავსადგურში „მეზღვაურთა სკვერი“ გაიხსნა. სახელწოდება სკვერს ბათუმის მუნიციაპლიტეტის მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით მიენიჭა.