თურქეთის წამყვანი ღვინის მწარმოებელი კომპანია “ქავაქლიდერე-Kavaklıdere” საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყებით დაინტერესდა

15 ივლისი, 2019 11:19 ეკონომიკა & ბიზნესი

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის წამყვანი ღვინის მწარმოებელი კომპანიისქავაქლიდერე-Kavaklıdereმფლობელთან და მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ალი ბაშმანთან. შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებთან ერთად ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ მიმზიდველ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე.

თავის მხრივ, ალი ბაშმანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ელჩს ინფორმაციისათვის და აღნიშნა, რომ მისი კომპანია დაინტერესებულია, დაიწყოს ბიზნესსაქმიანობა საქართველოში.

ამასთან, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ელჩმა  “ქავაქლიდერესერთ-ერთი ქარხანა დაათვალიერა.

აღსანიშნავია, რომქავაქლიდერეარის თურქეთის ერთ-ერთი პირველი ღვინის მწარმოებელი კერძო კომპანია, რომელიც 1929 წელს დაარსდა და ღვინის ბაზრის 20% უკავია.


ღვინო თურქეთი

ბოლო სიახლეები