ავიაკომპანია „ატლასგლობალი“ სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით პირდაპირ ავიამიმოსვლას განაახლებს

15 ივლისი, 2019 12:47 ეკონომიკა & ბიზნესი


საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა თურქული ავიაკომპანიის „ატლასგლობალი“ (Atlas Global) პრეზიდენტთან და მფლობელთან მურათ ერსოისთან გამართა.

ავიაკომპანია „ატლასგლობალი“ 2019 წლის 16 ივლისიდან კვირაში ოთხჯერ, Airbus -320 ტიპის თვითმფრინავით, განაახლებს პირდაპირ ავიამიმოსვლას სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან უფრო მეტი ტურისტის შემოდინებას საქართველოში.

მურათ ერსოის განცხადებით, პირდაპირი ფრენების ფასი თბილისის მიმართულებით მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იქნება. შეხვედრაზე მხარეებმა სტამბოლი-თბილისის პირდაპირი ავიარეისის ერთობლივი ძალებით პოპულარიზაციის შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილეს.


თურქეთი ავიაცია

ბოლო სიახლეები