ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე კოლექტორი შენდება, რომლის გავლით სანიაღვრე წყლები არდაგანის ტბის მიმდებარედ მშენებარე სატუმბ სადგურს დაუკავშირდება.
სატუმბი სადგური უხვი ნალექის დროს ქალაქის ცენტრალური კოლექტორებიდან მიღებული სანიაღვრე წყლების გადატუმბვას უზრუნველყოფს, რაც ქალაქის დატბორვის საშიშროებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.
ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.
პროექტის ღირებულება 3 მილიონ 600 ათას ევროს შეადგენს.
პარალელურად მიმდინარეობს A და B ცენტრალური წყალარინების კოლექტორების რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავს გრიბოედოვის ქუჩიდან ტბელ აბუსერიძის ქუჩის გავლით წყალარინების A სატუმბ სადგურამდე მონაკვეთს.
სამუშაოების ღირებულებაა 2 მილიონ 791 ათასი ევროა.