ბათუმში ელექტრომობილების გაზიარების სერვისით სარგებლობა უკვე შესაძლებელია

21 აგვისტო, 2019 23:54 ეკონომიკა & ბიზნესი


ბათუმი საქართველოს მეორე ქალაქია, სადაც ელექტრომობილების გაზიარების სერვისით სარგებლობა არის შესაძლებელი. კომპანია "აიქარმა" ბათუმში 20 ერთეული Renault – ის მარკის Zoe-ს მოდელის ელექტრომობილი შემოიყვანა.

ელექტრომობილებით გადაადგილება სარფი - ურეკის არეალშია შესაძლებელი. თუმცა, ელექტრომობილის დაჯავშნა და დატოვება მხოლოდ ბათუმში არსებულ პარკინგის ზონაში შეიძლება.

ეკომეგობრული „აიქარის“ ყველა ავტომობილი ელექტროა, არ გამოიყოფა CO2 გამონაბოლქვი და არ არსებობს ხმოვანი დაბინძურება.

ბათუმის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე უკვე დამონტაჟდა ელექტროგასამართი სადგურები, რომელთა რიცხვიც დღითიდღე გაიზრდება.

2020 წელს აიქარი მომხმარებელს საქართველოში წარმოებულ პირველ ელექტრომობილს შესთავაზებს.


ბათუმი

ბოლო სიახლეები