მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, თბილისის მეტროს კაბელებისა და ვენტილაციის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს და პროექტის ჯამური ღირებულება 15 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტია
პროექტის ფარგლებში, განახლდება ან გამოიცვლება მთლიანად მეტროს ელექტრო კაბელები და სავენტილაციო სისტემა და სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, გაუმჯობესდება მეტროს უსაფრთხოების ხარისხი და ენერგოეფექტურობა.
თბილისის მეტროსადგურებში ელექტროკაბელები და სავენტილაციო სისტემა 1966 წლის შემდეგ არ გამოცვლილა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, სრულად განახლდება თბილისის მეტროს შიდა ინფრასტრუქტურა, რაც ქალაქის მოსახლეობასა თუ მის სტუმრებს უფრო უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების საშუალებას მისცემს.
მეტროს შეუფერხებლად მუშაობისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები ღამის 12:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე მიმდინარეობს.
მეტროს კაბელებისა და ვენტილაციის პროექტი 2020 წლის ივნისში დასრულება.