საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2019“ საზეიმოდ გაიხსნა

26 აგვისტო, 2019 13:25 პოლიტიკა


ბათუმი-თბილისის XI საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2019“  საზეიმოდ გაიხსნა. საკონცერტო საღამოები ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში 27 და 28 აგვისტოსა გაიმართება.

წლევანდელი ფესტივალის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს ფესტივალის საბაზო ორკესტრთან და ფესტივალის მთავარ დირიჟორთან – ვახტანგ მაჭავარიანთან ერთად ცნობილი მუსიკოსები ასრულებენ.

„ღამის სერენადები“ 1982 წელს, ცნობილი ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, მუსიკოსის, ლიანა ისაკაძის ინიციატივით, აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა და მისი აღდგენა მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, ბათუმში გახდა შესაძლებელი. მას შემდეგ, ბათუმის მერია ფესტივალის ოფიციალური პარტნიორია.


მუსიკა

ბოლო სიახლეები