ბათუმის ქუჩებში სპეცტექნიკის უკანონო განთავსება აიკრძალა. ტრაილერების, ექსკავატორების, თვითმცლელებისა და ამწეების გადაყვანა გოგოლის ქ. #1-ში განხორციელდება, სადაც უკვე მოწესრიგდა 6 ჰა ფართობის სივრცე.
სატრანსპორტო საშუალების მფლობელები გათავისუფლდებიან ტერიტორიაზე დგომის გადასახადისაგან.
სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანა განხორციელდება ჭავჭავაძის, შარტავას, ლეონიძისა და ორბელიანის ქუჩებიდან.
გათავისუფლებული ტერიტორიების კონტროლს ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების სააგენტო პოლიციის თანამშრომლების დახმარებით მოახდენს.
აღნიშნულ ქუჩებზე უახლოეს პერიოდში განთავსდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების დგომის ამკრძალავი ნიშნები.
სატრანსპორტო საშუალებების მფლობელების გაფრთხილება 1 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.