სან-ტომე და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

29 აგვისტო, 2019 22:45 პოლიტიკა


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ სან-ტომე და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, დელფიმ სანტიაგო დას ნევესი მიიღო, რომელიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებისა და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გააქტიურების საკითხებზე ისაუბრეს.
სპიკერებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები მიმოიხილეს. არჩილ თალაკვაძემ შესაბამისი გამოცდილების გაზიარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სპიკერებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
„ეს არის სან-ტომე და პრინსიპის და მთლიანად აფრიკის ამ რეგიონის ქვეყნებიდან პარლამენტის უმაღლესი რანგის პირველი, ისტორიული ვიზიტი. შესაბამისად, ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია თქვენი მასპინძლობა. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, შევთანხმდით, რომ გავაღრმავებთ ურთიერთობებს, მათ შორის, ისეთ ფორმატებში, როგორებიც არის საპარლამენტთაშორისო კავშირი, პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობა და სხვა საერთაშორისო ფორმატები“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.


ბოლო სიახლეები