ბათუმში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

4 სექტემბერი, 2019 14:40 საზოგადოება




ბათუმის მერია განცხადებას აქვეყნებს:

"მიმდინარე წლის 5 სექტემბრიდან სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ჯავახიშვილის ქუჩაზე, ბაგრატიონისა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში.

აღნიშნული შეზღუდვა ჯავახიშვილის ქუჩის ბოლო მონაკვეთში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება. შესაბამისად, დროებით შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემა.

შეზღუდვის პერიოდში მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით:

N8 მუნიციპალური ავტობუსი - ლეონიძის, შარტავას, ბაგრატიონისა და ჯავახიშვილის ქუჩები;

N11 მუნიციპალური ავტობუსი - ბაგრატიონის, შარტავას, ორბელიანისა და ლერმონტოვის ქუჩები;

N42 მიკროავტობუსი - ორბელიანის, შარტავას, ბაგრატიონისა და ჯავახიშვილის ქუჩები.

შეზღუდვა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე მოიხსნება.

ბათუმის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვით გამოწვეული დისკომფორტის გამო."


ბათუმი

ბოლო სიახლეები