ქართველი მაშველები იაპონიაში კვალიფიკაციას იმაღლებენ

5 სექტემბერი, 2019 18:50 საზოგადოება


შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველი - ნოდარ ტყეშელაშვილი კვალიფიკაციის ასამაღლებლად იაპონიაში იმყოფება. ის თეორიულ და პრაქტიკულ სამაშველო კურსს სხვადასხვა წამყვანი ქვეყნების წარმატებულ მეხანძრე-მაშველებთან ერთად გადის. სპეციალური მომზადება 2-თვიან პერიოდს მოიცავს, რომლის დასრულების შემდეგაც, ქართველი მეხანძრე-მაშველი ქვეყანაში დაბრუნდება და მიღებულ გამოცდილებას ქართველ კოლეგებს გაუზიარებს.

საერთაშორისო სასწავლო კურსი, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ორგანიზებით, ორ ეტაპად ხორციელდება.

10 სექტემბრიდან, სამაშველო სწავლებაში საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი, მიხეილ შუბითიძე ჩაერთვება, რომელიც კვალიფიციური ტრენერების ჩართულობით დაგეგმილ სპეციალიზებულ საერთაშორისო სწავლებაში მიიღებს მონაწილეობას.


იაპონია

ბოლო სიახლეები