გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამაღამ ძლიერი ნალექია მოსალოდნელი

7 სექტემბერი, 2019 00:41 საზოგადოება


გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

6 სექტემბრის გვიან საღამოდან 7 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აღნიშნული რეგიონების პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.


ბოლო სიახლეები