საკურორტო სეზონზე, გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, 8 სექტემბერს „საქართველოს რკინიგზა“ თბილისიდან და ბათუმიდან ორივე მიმართულებით, სამგზავრო მატარებელს ამატებს.
მატარებელი იმოძრავებს შემდეგი განრიგით:
08/09/2019 თბილისი-ბათუმი-თბილისი
#888/887
გასვლა, თბილისი - 09:05;
ჩასვლა,ბათუმი -14:42
გამოსვლა, ბათუმი -18:30
ჩამოსვლა, თბილისი - 00:07
ბილეთების შეძენა შესაძლებელია : Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით, რომელსაც აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. ვებ გვერდებზე : Railway.ge, Tkt.ge, Biletebi.ge, Matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.