დავით ზალკალიანი უზბეკ კოლეგასთან ერთად ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდა

11 სექტემბერი, 2019 13:51 პოლიტიკა


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ტაშკენტში ვიზიტის ფარგლებში უზბეკ კოლეგას, აბდულაზიზ კამილოვს შეხვდა.

მაღალი შეფასება მიეცა ორი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში საქართველოს საგარეო უწყების პირველ ვიზიტს უზბეკეთის რესპუბლიკაში, რომელიც მხარეების შეფასებით, ახალ საფეხურზე აიყვანს არსებულ ურთიერთობებს.

მინისტრები შეთანხმდნენ შემუშავდეს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საგზაო რუკა.

საქართველო და უზბეკეთი დაინტერესებულნი არიან გაიზიარონ: საქართველოს სატრანზიტო და სატრანსპორტო შესაძლებლობები; ევროკავშირთან არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი; საქართველოს წარმატებული რეფორმების გამოცდილება ეკონომიკის,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის,ტურიზმის სფეროს განვითარების მიმართულებით;

 მინისტრებმა გამოთქვეს მზაობა ხელი შეუწყონ ხალხთაშორისი და კულტურული კავშირების გამყარებას.


უზბეკეთი

ბოლო სიახლეები