მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე ახალი მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება

11 სექტემბერი, 2019 17:19 საზოგადოება



თბილისის მერიის ინიციატივით, მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე ახალი მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება.

კომპლექსში მოეწყობა მულტიფუნქციური საკონცერტო, საგამოფენო, სავაჭრო, სპორტული და სარეკრეაციო სივრცეები, კვების ობიექტები, გასართობი ცენტრი, ღამის კლუბი, კინოთეატრები, მედიათეკა, მინი საბავშვო ქალაქი, მეცნიერებათა მუზეუმი და ა.შ.

 რადიოქალაქი თბილისისთვის მიზიდულობის ახალ ცენტრად იქცევა და ღამის ეკონომიკის განვითარებაშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

პროექტს კომპანია „ინდუსტრიული ქალაქი“ განახორციელებს.


თბილისი

ბოლო სიახლეები