"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს

12 სექტემბერი, 2019 19:08 საზოგადოება

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

"დღეს, 12 სექტემბერს, საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფისა და თავდადებულის ქუჩების კვეთაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მაგისტრალური წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა.
ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამით შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 12 სექტემბერს, 23:00 საათიდან 13 სექტემბრის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში:
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტლის და ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, ნუცუბიძის, ქავთარაძის ქუჩების ნაწილს, მინდელის, პოლიტკოვსკაიას და მიმდებარე ქუჩებს. წყნეთის გზატკეცილს.
ნუცუბიძის I და IV მიკრორაიონების ნაწილს, V მიკრორაიონს.
დიღომი 7-ს, სოფელ დიღომს, მცხეთას.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით."


თბილისი

ბოლო სიახლეები