შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, მდინარე მტკვარში ჩავარდნილი იყო ძაღლი და უსაფრთხო ადგილას გამოსვლას ვერ ახერხებდა.
შეტყობინების მიღებისთანავე, ძაღლის დასახმარებლად გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს წყალზე სამაშველო ჯგუფი.
მაშველებმა მოტონავის საშუალებით ძაღლი წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს. ოთხფეხა მეგობარი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.