უზბეკ არიტექტორს რაფშან ხალიმოვს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უზბეკეთის რესპუბლიკაში, ზურაბ აბდუშელიშვილმა სპეციალური ჯილდო გადასცა. უზბეკეთის ისტორიულ ქალაქში სამარყანდში მოღვაწე რესტავრატორმა 1984 წელს საქართველოს იმჟამინდელი მთავრობის მოწვევით თბილისის ცნობილი აბანოების რესტავრაცია და მისი ფასადის მოპირკეთება განახორციელა.
„მადლობა რომ შექმენით თბილისის სავიზიტო ბარათი - აბანოები. მადლობა იმისთვის, რასაც თბილისი ასე სიამაყით უყურებს და დღემდე საქართველოს და ჩვენი დედაქალაქის გულია,“- განუცხადა ელჩმა არქიტექტორს დაჯილდოების ცერემონიისას. მან რესტავრატოს ასევე უზბეკურ ენაზე ნათარგმნი "ვეფხისტყაოსანი" უსახსოვრა.
უზბეკ არქიტექტორს სამახსოვრო საჩუქრები საქართველო-უზბეკეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილის და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად უზბეკეთში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანზიებულ ღონისძიებაზე გადაეცა.