ევროპის მოედანზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა დროებით აიკრძალება

1 ივლისი, 2019 20:30 საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ევროპის მოედანზე, შპს "თბილსერვის ჯგუფის" მიერ დაგეგმილი ღონისძიების გამო, 1 ივლისის 24:00 საათიდან 2 ივლისის 12:00 საათამდე, ავტოტრანსპორტით მოძრაობა აიკრძალება. მოძრაობა ასევე აკრძალული იქნება: - ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან მეტეხის ხიდის გავლით, ევროპის მოედნის მიმართულებით; - მეტეხის ქუჩიდან ევროპის მოედნისა და მეტეხის ხიდის გავლით, ვახტანგ გორგასალის და კოტე აფხაზის ყოფილი ლესელიძის ქუჩის მიმართულებით.

2 ივლისის 09:00 საათამდე მოძრაობა დაშვებული იქნება მხოლოდ ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან (მტკვრის მარცხენა სანაპირო) მეტეხის გვირაბის პანდუსის გავლით, მარცხნივ ჩამსვლელი გვირაბის ან ღვინის აღმართის მიმართულებით (წრიული მოძრაობა დაკეტილი იქნება). 9 საათის შემდეგ კი ამ მიმართულებებზეც აიკრძალება ავტოტრანსპორტით გადაადგილება.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ.


თბილისი

ბოლო სიახლეები