ფესტივალი „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ იმართება

15 სექტემბერი, 2019 14:51 საზოგადოება


ორბელიანის განახლებულ მოედანზე, თბილისის მერიისა და კომპანია STALL-ის ორგანიზებით, ფესტივალი „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ ტარდება.

თბილისის მერია უერთდება სწრაფი კვების ფესტივალების მსოფლიო ტრენდს და HORECA სექტორისა და ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის მიზნით, პირველად, თბილისურ „სტრიტ ფუდ“ მარკეტს ატარებს.

ბოლო პერიოდში, თბილისში მრავლად გამოჩნდა ახალი, საინტერესო სწრაფი კვების ობიექტები, რომელთა არსებობამაც ბიძგი მისცა პირველ და ნამდვილ „სტრიტ ფუდ“ ფესტივალის ჩატარებას.

„დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ 14 სექტემბერს დაიწყო და 15 სექტემბრის 22:00 საათამდე გაგრძელდება.

ფესტივალში მონაწილეობას სწრაფი კვების ობიექტები, საკონდიტროები, მეწარმეები, ღვინისა და კრაფტ ლუდის მწარმოებლები იღებენ, რომლებიც მსურველებს მონო მენიუებით უმასპინძლდებიან.


თბილისი

ბოლო სიახლეები