აშშ-ის საელჩო იმ ბლოგერების მხარდაჭერას აპირებს, რომლებიც საქართველოზე წერენ

18 სექტემბერი, 2019 11:36 საზოგადოება


აშშ-ის საელჩო საქართველოში იმ ბლოგერების მხარდაჭერას აპირებს, რომლებიც საქართველოზე წერენ. ამის შესახებ საელჩო "ფეისბუკის" გვერდზე იუწყება:

"მსოფლიოში უამრავ ადამიანს ჯერ კიდევ წინ აქვს საქართველოს აღმოჩენის სიამოვნება.
იმისათვის, რომ ამ საოცარი ქვეყნის შესახებ მათ გავაგებინოთ, ამერიკის საელჩოში გადავწყვიტეთ, მხარი დავუჭიროთ ბლოგერებს, რომლებიც წერენ მოგზაურობაზე, კულინარიაზე, ფოტოგრაფიაზე, მუსიკაზე, მოდასა და სხვა მრავალ თემაზე, რომლითაც საქართველო გამოირჩევა.
@foodieflashpacker ერთ-ერთი მათგანია და მალე მის შთაბეჭდილებებზეც გიამბობთ.
თქვენ რომელ ამერიკელ ბლოგერებს მოიწვევდით საქართველოში და რას ურჩევდით მათ?


აშშ

ბოლო სიახლეები