ევროპის საბჭოს ღვინის მარშრუტისა (ITER VITIS) და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ქართველი სტუდენტები იტალიის მეღვინეობის კერებზე სტაჟირებას გადიან.
საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა 2019 წლის 22 ივნისს წარმოადგინეს მოხსენებები საერთაშორისო კონფერენციაზე „ღვინო, როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რესურსი და ქვეყნის იდენტობა“. კონფერენცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონული ცენტრის ორგანიზებით, ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტის „ITER VITIS“ ეგიდით მოეწყო.
კონფერენციის მონაწილე ინსტიტუციების წარმომადგენლებისაგან შემდგარმა ჟიურიმ 7 საუკეთესო სტუდენტი გამოავლინა, რომლებიც „ITER VITIS“-ის მხარდაჭერით ერთკვირიან სტაჟირებას იტალიაში გადიან.