მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალს ბათუმმა უმასპინძლა

23 სექტემბერი, 2019 17:14 საზოგადოება


მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - 2019“ გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში, ყველაზე უჩვეულო სამეცნიერო პიკნიკი თელავისა და ქუთაისის შემდეგ, ბათუმში გაიმართა.

პიკნიკში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, საქართველოს თითქმის ყველა წამყვანი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და ორგანიზაცია მონაწილეობდა, რომელთაცსამეცნიერო შოუდა სხვადასხვა გამოფენები წარმოადგინეს. სანახაობა ყველა ასაკის დამთვალიერებლის ინტერესებზე იყო მორგებული. პიკნიკზე სტუმრებმა უამრავი საინტერესო სამეცნიერო ექსპერიმენტი, გამოგონება, სახალისო ვიქტორინა და ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი იხილეს, იყო პრეზენტაციები, პერფომანსები, სახალისო ცდები ქიმიიდან, ფიზიკიდან, ბიოლოგიიდან და .. მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავად ჩაეტარებინათ მსგავსი ექსპერიმენტები და მათთვისაც თვალსაჩინო გამხდარიყო ბევრი მანამდე ამოუხსნელი მოვლენა.


ბათუმი

ბოლო სიახლეები