ნიუ-იორკის საგანგებო მზადყოფნისა და მასზე რეაგირების ოფისის წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს

25 სექტემბერი, 2019 12:23 მედიცინა




ქალაქ ნიუ-იორკის საგანგებო მზადყოფნისა და მასზე რეაგირების ოფისის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა საქართველოს  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. ოფისი არსებული ყველა საგანგებო შემთხვევის პრევენციასა და შემდგომ ანალიტიკაზე მუშაობს. ხდება საშიშროებების მასშტაბების გათვლა, დაგეგმარება, რისკების მენეჯმენტი. ოფისს მუდმივი კოორდინაცია აქვს ნიუ-იორკში არსებულ ყველა სამედიცინო დაწესებულებასთან, რათა საგანგებო სიტუაციების შექმნის შემთხვევაში სისტემამ ეფექტურად შეძლოს მუშაობა. ამერიკელმა კოლეგებმა ქართული დელეგაციის წევრებს, მუშაობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან საქართველოში სხვადასხვა ტიპის სამსახურების გაერთიანება ხდება.

საქართველოში ვანხორციელებთ სხვადასხვა ტიპის სამსახურების გაერთიანებას და ერთი ქოლგის ქვეშ ჩამოყალიბებას, ამიტომ მნიშვნელოვანია გავიზიაროთ ის გამოცდილება რაც გააჩნია ნიუ-იორკის შტატს.

 


აშშ

ბოლო სიახლეები