მრავალინდიკატორიანი კლასტერული კვლევის (MICS) შემდგომ ეტაპზე, საერთაშორისო ორგანიზაცია „Pure Earth“ ექსპერტებთან ერთად ტყვიის პოტენციური წყაროების მაღალტექნოლოგიური კვლევა შენობის შიდა ნიმუშებიდან მიმდინარეობს.
კვლევა მიმდინარეობს ოჯახებში, სადაც კვლევის შედეგად ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა და საკონტროლო ოჯახებში იმავე გეოგრაფიულ ტერიტორიაზე ტყვიის დაბალი მაჩვენებლებით.
ორგანიზაციას აქვს მრავალწლიანი ექსპერტული გამოცდილება გარემოს და მასთან დაკავშირებული ეფექტების კვლევების მიმართულებით.
ორგანიზაცია თანამშრომლობს აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებთან, მას მხარს უჭერს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO), ევროკომისია, აზიის განვითარების (ADB) და მსოფლიო ბანკი. „Pure Earth“-ს მსგავსი პროექტები 50-ზე მეტ ქვეყანაში აქვს განხორციელებული.
კვლევის საბოლოო ანგარიში აგვისტოს შუა რიცხვებში იქნება.