გერიატრიის საკითხებს სიმპოზიუმი მიეძღვნა

29 ივნისი, 2019 18:17 მედიცინა

საქართველოს კარიტასისჯანმრთელობის დაცვის პროგრამამ 26 ივნისს  ფრაიბურგის კათოლიკურ უნივერსიტეტთან ერთად გამართა სიმპოზიუმი თემაზე: „გერიატრიული პაციენტის პრობლემების საექთნო მართვა“.

სიმპოზიუმის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს კარიტასის ჯანდაცვის პროგრამის მენეჯერი გაიოზ ყუბანეიშვილი და ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი კორნელია კლიხელდორფი.

ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ კერძო კოლეჯების საექთნო ფაკულტეტების მასწავლებლები. ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა სიმპოზიუმის მონაწილეებს წარუდგინეს პრეზენტაციები გერიატრიული პაციენტის მდგომარეობის შეფასების, მოვლისა და მკურნალობის სიახლეების შესახებ.

პროფესორმა კორნელია კრიხელდორფმა, დოქტორმა ბერნჰარდ ჰაიმბახმა და პროფესორმა ინეს  ჰიმმელსბახმა ყურადღება გაამახვილეს მულტიდისციპლინარულ მიდგომაზე გერიატრიული პაციენტის მოვლაში და დაასახელეს ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც თან სდევს ასაკის მატებას.

პრეზენტაციების შემდგომ გაიმართა დისკუსია, სადაც საქართველოს სამედიცინო კოლეჯების წარმომადგენლებმა გერმანელ სტუმრებს კითხვა-პასუხის რეჟიმში  დაუსვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები და გერიატრიული პაციენტის სხვადასხვა მდგომარეობები განიხილეს.

სიმპოზიუმი საქველმოქმედო ფონდსაქართველოს კარიტასისდღის ცენტრის ბავშვების მიერ შესრულებული ქართული ცეკვით დასრულდა. ღონისძიების დასრულების შემდეგ მონაწილეებს საშუალება მიეცათ გერმანელ სტუმრებთან ერთად დაეთვალიერებინათსაქართველოს კარიტასისცენტრი და გაეცნოთ ორგანიზაციის საქმიანობა.

ცნობისათვის: გერიატრია გერონტოლოგიის დარგია, რომელიც მოხუცებულობის დაავადებებს, მათ გამომწვევ მიზეზებსა და მკურნალობის მეთოდებს შეისწავლის.


ბოლო სიახლეები