მეცნიერებმა სიცოცხლისთვის საშიში სასმელები დაასახელეს

8 სექტემბერი, 2019 23:16 მედიცინა


 




წყარო: РИА новости


უალკოჰოლო ტკბილი სასმელის, მათ შორის, გაზიანის რეგულარული მიღება ნაადრევი სიკვდილის მომატებულ რისკს უკავშირდება - ამ დასკვნამდე, როგორც Live Science იუწყება, საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფის მკვლევარები მივიდნენ.

მეცნიერებმა ევროპის ათ ქვეყანაში მცხოვრები 450 ათასზე მეტი ჯანმრთელი მოხალისე გამოიკვლიეს. სპეციალისტები 16 წლის განმავლობაში აგროვებდნენ პაციენტების მონაცემებს, განსაკუთრებულ ყურადღებას კი მათ მიერ მიღებულ სასმელებს უთმობდნენ. ასევე ითვალისწინებდნენ მოხალისეთა სიმაღლეს, წონას, მავნე ჩვევებს, კვების რაციონსა და ცხოვრების წესს.

როგორც გაირკვა, დღეში ორი ან მეტი ჭიქა შაქრის ან მისი შემცვლელის შემცველი სასმელის მიღება ნაადრევი სიკვდილის რისკს 17 პროცენტით ზრდის. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ შაქრიანი გაზიანი სასმელის მოყვარულებს უმეტესად კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები ემართებოდათ, დიეტურის მოყვარულებს კი - გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.


ბოლო სიახლეები